
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა
28/01/2025 10:24:08 საზოგადოება
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატრის შუამდგომლობა.
შემდეგი სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.
მოსამართლე ხუჯაძემ მხარეების შეგროვებული ყველა მტკიცებულება დასაშვებად, თუმცა სადავოდ ცნო.
საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციაში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლი სამართლის წესით დააკავა. სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „მარიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად მის გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.
მოგვიანებით სხვიტარიძემ დეტალურად მოყვა, თუ როგორ იძალადეს მასზე დიღმის მთავარ სამმართველოში.
„მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა, ჩემი ცემა ალბათ 5-10 წუთი გაგრძელდა, შეიძლება უფრო მეტი ხანიც არ ვიცი პერიოდულად გონებას ვკარგავდი. რაღაც დროის შემდეგ დაბრუნდნენ ის პოლიციელები და ზონდერებმაც დატოვეს ოთახი“,- ყვებოდა აქტივისტი, „მე ვეუბნებოდი, რომ თავბრუ მეხვეოდა და გული მერეოდა, პარკი მომაწოდეს და მამშვიდებდნენ არაფერი მოგივა ეს ბიჭები თავისი საქმის „ექიმები“ არიანო, ამ ქალაქში ასე „პროფესიონალურად“ საქმეს არავინ ასრულებსო“.
14 იანვარს ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა, რომ სხვიტარიძე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.