
„ქართული ოცნება“ ცესკოს წევრებს იარაღის ტარების უფლებას ანიჭებს
28/01/2025 12:36:24 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ შორის თავმჯდომარეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ.
პროექტის თანახმად, მათ ეს უფლება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც უნარჩუნდებათ.
კანონპროექტი იმავე საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, რომლითაც დაგეგმილია ცესკოს თავმჯდომარისა და წევრებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიცემა.
კანონპროექტის როგორც ინიციატორები, ისე ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: გივი მიქანაძე, არჩილ გორდულაძე, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, ალუდა ღუდუშაური და თენგიზ შარმანაშვილი. ასევე, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.
კანონპროექტის მიღებას სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.