ჟან ნოელ ბარო: მალე უკრაინის თავზე ფრანგული „მირაჟები“ იფრენს

28-01-2025 16:39:24 ევროპა

ფრანგული Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს გამოჩნდება, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.

„მალე უკრაინის თავზე ფრანგული „მირაჟები“ იფრენს“, - თქვა ჟან ნოელ ბარომ.

მანამდე ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დააანონსა. არსებული ცნობებით, საფრანგეთი ქვეყანას პირველ ეტაპზე 6 თვითმფრინავს გაუგზავნის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები