Accentnews.ge
ზურაბიშვილი: სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს - ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!

ზურაბიშვილი: სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს - ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!

28/01/2025 12:44:17 პოლიტიკა

სერბეთი დღეს გვაჩვენებს სწორ გზას და გვაძლევს მაგალითს - ორთვიან პროტესტის შემდეგ, გადადგა პრემიერი! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

“ასე უფრთხილდებიან ქვეყანაში მშვიდობას და საზოგადოებრივ განწყობებს!“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი ანტისამთავრობო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა.

ვუჩევიჩმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომა საპროტესტო აქციებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.

"ყველას მოვუწოდებ, რომ ვნებები დაიმშვიდოს და დიალოგის რეჟიმს დაუბრუნდეს". - თქვა ვუჩევიჩმა.

სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს 13 ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

საქართველოში ორი თვეა, მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S