Accentnews.ge
„ლილოს“ ბაზრობაზე 5 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები

„ლილოს“ ბაზრობაზე 5 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები

28/01/2025 13:53:11 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი აცხადებს, რომ „ლილოს“ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაშავებულები არ არიან.

მისივე თქმით, ამ დროისთვის „ლილოს“ ბაზრობაზე დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრია დამწვარი - როგორც სასაწყობო ფართი, ასევე მაღაზიები.

ხანძარი "ლილოს" ტერიტორიაზე დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. დაუზუსტებელი ცნობებით, ცეცხლი გაჩნდა ელექტროგაყვანილობიდან, თუმცა ამ საკითხს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

მღებრიშვილი ამბობს, რომ 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და 22 სახანძრო ავტო ცისტერნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S