Accentnews.ge
Reuters: ინდოეთმა და ჩინეთმა სანქციების გამო შეაჩერეს რუსული ნავთობის შესყიდვა

Reuters: ინდოეთმა და ჩინეთმა სანქციების გამო შეაჩერეს რუსული ნავთობის შესყიდვა

28/01/2025 15:01:09 მსოფლიო

ინდოეთმა და ჩინეთმა შეაჩერეს რუსეთის ნავთობის შესყიდვა, ვინაიდან გაძვირდა ნავთობის მიწოდება იმ ტანკერებით, რომლებსაც არ შეხებია აშშ-ის სანქციები,- იტყობინება Reuters.

სანქციების შემოღების შემდეგ გაიზარდა გემების დაქირავების ღირებულება, რის შედეგადაც ერთი ბარელი ნედლი რუსული ნავთობი ESPO, რომელიც წყნარი ოკეანის პორტ კოზმინოდან გააქვთ, 3-5 დოლარით უფრო გაძვირდა მარკა ICE Brent-თან შედარებით.

სააგენტოს მიუთითებს, რომ ინდოეთი მთავარი შემსყიდველი გახდა რუსული ნავთობისა, რომელიც შეღავათიან ფასებში იყიდება უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთის სანქცირების შემდეგ. 2025 წელს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის შემცირების შესახებ სააგენტოს ინდოეთის წამყვანი ნავთობკომპანია Indian Oil Corp-ის წარმომადგენელმა განუცხადა.

მიმდინარე საფინანსო წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Indian Oil Corp-ის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის ერთი მეოთხედი რუსეთიდან იყო. Indian Oil Corp-ში მარტში რუსეთიდან ნავთობის მიწოდების დეფიციტს მოელიან, მაგრამ დეფიციტის შესავსებად კომპანია გეგმავს, სხვა ბაზრებზეც გაზარდოს თავისი მუდმივი მიმწოდებლისგან შესყიდვები.

2024 წლის 10 იანვარს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთს. მასში მოხვდა 183 ტანკერი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშით ცურავს და რომლებიც, სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით გამოიყენება რუსეთის ნავთობის გადასატანად. სააგენტოს მონაცემებით, ეს მსოფლიო ნავთობტანკერების ფლოტის დაახლოებით 10% არის. 2024 წელს სანქციების სიაში მოხვედრილ 143 ტანკერზე მოდიოდა რუსული ნავთობის ზღვით განხორციელებული ექსპორტის 42%.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S