Accentnews.ge
სტოკჰოლმში მამაკაცი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ავტომანქანით შევარდა

სტოკჰოლმში მამაკაცი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ავტომანქანით შევარდა

28/01/2025 16:33:23 მსოფლიო

სტოკჰოლმში მამაკაცი რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე ავტომანქანით შევარდა, – იუწყება შემთხვევის შესახებ SVT იტყობინება.

დაკავებული კაცი 45 წლისაა. როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, იგი ავტომობილში იჯდა, ამიტომ, როგორც აღნიშნავენ, იგი სწრაფად დააკავეს.

დაწყებულია წინასწარი გამოძიება საცხოვრებელ შენობაში შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მოქმედების მოტივი არ დაუდგენიათ, მანქანაში კი ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვეს.

რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ საელჩოს „ჭიშკრის განგრევა“ სცადა „შვედეთში მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე უკრაინის მოქალაქემ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S