Accentnews.ge
მღებრიშვილი: ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მღებრიშვილი: ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

28/01/2025 18:30:20 საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ამბობს, სამუშაოები ახლაც გრძელდება, რადგან არის მხრჩოლავი კერები.

მისი თქმით, დაშავებული არავინაა და დამწვარია დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრი როგორც სასაწყობე ფართი, ასევე მაღაზიები.

ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი შუადღეს გაჩნდა. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 120-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული სახანძრო ავტოცისტერნაა ჩართული.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S