Accentnews.ge
გაეროს ექსპერტები "ოცნებას" მოუწოდებენ, გამოიძიოს ცემისა და წამების ფაქტები

გაეროს ექსპერტები "ოცნებას" მოუწოდებენ, გამოიძიოს ცემისა და წამების ფაქტები

28/01/2025 18:46:56 პოლიტიკა, საზოგადოება

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას მომავალში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით ქმედით ნაბიჯების გადადგმისკენ და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, წამების, უკანონო დაკავების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდეს.

"მივიღეთ ბრალდებები საქართველოს სამართალდამცავების, ასევე ამომცნობი ნიშნების არ მქონე პირების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებდნენ ფიზიკურ ძალადობას, მუქარას, დაშინებას და რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების წინააღმდეგ". – განაცხადეს ექსპერტებმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ბრალდებების ნაწილში საუბარია წამების და სხვა არაადამიანური, ღირსების შემლახველი დასჯის მეთოდებზე:

"ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინციდენტები არ არის ერთეული შემთხვევები და მიუთითებს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე".

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ასობით ადამიანმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, მათი უმეტესობა მიყენებულია სახისა და თავის არეში. მრავალ დაკავებულ მომიტინგეს შეეზღუდათ ადვოკატებთან დაკავშირება, ხოლო მათ ოჯახის წევრებს არ უმხელდნენ დაკავებულების ადგილმდებარეობას:

"ჩვენ გვაქვს შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაერთ დაკავებულს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით, ასევე არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას".

ექსპერტებმა ახსნეს საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც გამოძება დაიწყო არაერთ საქმეზე, თუმცა "როგოც ჩანს, დღეისობით, არ გამოიღო შედეგი, ამის პარალელურად მრავალი მომიტინგე პატიმრობაში რჩება".

გარდა ამისა, ექსპერტები იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება "დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე, ეფექტურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს".

განცხადების ავტორები გამოდიან შეხსენებით, რომ ნებისმიერი ძალის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონიერების პრინციპებთან, ასევე მკაცრად რეგულირდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა უნდა იყოს პრიორიტეტული.

"მოვუწოდებთ მთავრობას, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას წამების და სხვა არაადამიანური, თუ ღირსების შემლახველი ქმედებების შესაჩერებლად". – ამბობენ გაეროს ექსპერტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S