ვუჩიჩი: ახალი არჩევნები შესაძლოა, აპრილში გაიმართოს

29-01-2025 10:43:35

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ მმართველი პარტია მომდევნო 10 დღეში შეეცდება ახალი მთავრობის ფორმირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღვოდა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრის გადადგომა.

“ახალი არჩევნები შესაძლოა, აპრილში გაიმართოს. დროებითი მთავრობა არ განიხილება” - ამბობს სერბეთის პრეზიდენტი.

სერბეთში სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ჩაუდგნენ სათავეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს 13 ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები