Accentnews.ge
ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, მზია ამაღლობელისთვის ექიმთა კონსილიუმი შექმნას

ფსიქოლოგები ომბუდსმენს მოუწოდებენ, მზია ამაღლობელისთვის ექიმთა კონსილიუმი შექმნას

29/01/2025 08:33:51 საზოგადოება

საქართველოში მომუშავე ფსიქოლოგები სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს მიმართავენ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ექიმთა კონსილიუმი შექმნას. მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი საპატიმროში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს.

„ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის წარმომადგენლები, საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას, გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ უზრუნველჰყოთ დარგში აღიარებული, კვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შექმნა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, შესაბამისი პროტოკოლის და წესების დაცვით“, - წერია მიმართვაში.

მიმართვა მთავრდება სიტყვებით, „თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“

28 იანვარს ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა.

„მე-17 დღე შიმშილობის, მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მზიას ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როცა ის შევიდა ციხეში, რა მდგომარეობა იყო, ეს კიდევ ცალკეა. შიმშილობის მე – 17 დღეს შესაძლოა, განვითარდეს ორგანოების უკმარისობა, როგორიცაა: გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება [დაირღვეს].

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა, სიკვდილსაც. ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები.

იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.

პაციენტს წარმოექმნება მენტალური პრობლემები: შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება – წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან. ასევე ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S