Accentnews.ge
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულ კობახიძეს მედიის წარმომადგენლები პროტესტით დახვდნენ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მისულ კობახიძეს მედიის წარმომადგენლები პროტესტით დახვდნენ

29/01/2025 09:33:18 საზოგადოება

მიხეილ მესხის სტადიონზე "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძეს მედიის წარმომადგენლები პროტესტით დახვდნენ.

ჟურნალისტებს მიტანილი აქვთ მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები და ისმის შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.

სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი.

„მშიშარა!“, - ასე მიმართავენ ჟურნალისტები კობახიძეს და "ქართული ოცნების" მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე, სპორტის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S