Accentnews.ge
ეკატერინე ხვედელიძემ ახალი კომპანია დაარეგისტრირა

ეკატერინე ხვედელიძემ ახალი კომპანია დაარეგისტრირა

29/01/2025 10:26:44 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ცოლმა ეკატერინე ხვედელიძემ 27 იანვარს ახალი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.

სააქციო საზოგადოება ჯი სი ეფ საქართველო საჯარო რეესტრში 100 მილიონი ლარის ნებადართვული კაპიტალით დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძეა.

ამ დროისთვის, აღნიშნული სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს სამი წევრი ჰყავს: ივანე ხვედელიძე, ირინე ქინქლაძე და გელა კობერიძე. დირექტორის პოზიციას დავით გალუაშვილი იკავებს.

"სს ჯი სი ეფ საქართველო" - 27 იანვარს ივანიშვილის მეუღლემ კიდე ერთი სააქციო საზოგადოება დააფუძნა. GCF - ეს თანაინვესტირების ფონდია და შესაბამისად, ალბათ აქ მოიყრის თავს ყველა ის პროექტი, რომლის საბოლოო მშობელი კომპანია კაიმანის ოფშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული.

ეს მეექვსე სააქციო საზოგადოებაა (მათ შორის წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ მყოფი) , რომლის ნებადართული კაპიტალი ამ ბოლო პერიოდში 100 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მათი ჯამური განთავსებული კაპიტალი კი ჯერ 31 მილიონი ლარია.

საინტერესოა, მომავალში წილების განთავსების შემთხვევაში, ვინ შეიძლება შეავსოს 569 მილიონი ლარი მხოლოდ ამ 6 სააქციო საზოგადოებაში?

შეიძლება რუსებიც?!" - წერს ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S