Accentnews.ge
ომბუდსმენი - რიყის პარკში მომხდარზე: მოგიწოდებთ დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ

ომბუდსმენი - რიყის პარკში მომხდარზე: მოგიწოდებთ დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ

29/01/2025 14:56:06 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი რიყის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს დროული და საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, ომბუდსმენის აპარატი საქმეს შეისწავლის.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატი ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას, როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას". - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 25 იანვარს რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისის მერია მომხდართან დაკავშირებით ამბობს, რომ შემთხვევა მოხდა კერძო ტერიტორიაზე. ამ წუთებში თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ადგილზე არ იყო გამაფრთხილებელი ნიშნები და რომ მერიას ევალება მონიტორინგი. შესაბამისად, პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ და კახა კალაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S