Accentnews.ge
კობახიძე ერევანში ჩადის

კობახიძე ერევანში ჩადის

29/01/2025 15:06:42 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე 30 იანვარს სომხეთში ჩავა.

მისი ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

„ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”, - ვკითხულობთ რელიზში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S