29-01-2025 20:06:08 საზოგადოება
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი რეგიონებში გასვლას იწყებს, როგორც ეს ჰქონდათ დაანონსებული
მათი ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს აჭარაში ჩავლენ, 2-ში - სამეგრელოში.
თეატრი ბათუმისა და ზუგდიდის მერიებს მიმართავს:
"შემოტანილი განცხადების საფუძველზე უზრუნველყავით საპროტესტო მანიფესტის სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ჩატარება!" - წერს თეატრი.
23 იანვარს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა თქვა, რომ რეგიონებში გასვლას იწყებენ.
„ახალი თეატრი” გადის რეგიონებში. მივაწვდით ხმას ყველას. ნახავთ რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს”, - განაცხადა დოიაშვილმა.
მათი მოთხოვნა პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებაა.