29-01-2025 20:12:12 საზოგადოება
პროტესტის 63-ე დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. კოსტავას გამზირი გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის ხალხისთვის დათმობას მოითხოვენ. ისინი თვლიან, რომ ხალხის მიერ დაფინანსებული ტელევიზია არა სახელისუფლებო პროპაგანდას, არამედ საზოგადოებრივ ინტერესებს უნდა ემსახუროს და არ უნდა იქნცეს რეჟიმის იარაღად.
ასევე, უცვლელია უწყვეტი პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები: დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული ადამიანები.
თვითონ სიტყვა გვეუბნება, რატომ უნდა ისმოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა, მისი ფუნქციაც ეს არის და მისი არსიც.
ყველგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა და განსაკუთრებით, იმ ინსტიტუციებსა თუ სტრუქტურებში, სადაც ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა.
მე ველი საბოლოოდ გამარჯვებას, საბოლოო გამარჯვებაში იგულისხმება ესეც, რომ მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, ჩვენ ვითხოვთ დამოუკიდებელ, თავისუფალ არჩევნებს და ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლებას, შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ და გამარჯვებას დავაკანონებთ, შემდგომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება.
ჩვენ არ გავჩერდებით იმიტომ, რომ რისთვისაც გვინდა თავისუფლება, ეს არის იმ საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც არ და ვერ შეეგუება უსამართლობასა და უკანონობას“, - განაცხადა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ.