Accentnews.ge
ბოჭორიშვილი ერევანში გუშინ გაემგზავრა, დღეს მიემგზავრება კობახიძეც

ბოჭორიშვილი ერევანში გუშინ გაემგზავრა, დღეს მიემგზავრება კობახიძეც

30/01/2025 05:54:16 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 29 იანვარს, გვიან ღამით სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა. 30 იანვარს სომხეთში გაემგზავრება ირაკლი კობახიძეც.

სომხეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა კადრები, როგორ შეხვდა ერევანში ჩასულ ბოჭორიშვილს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი.

პრესცენტრის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი მათი ერთობლივი პრეს–კონფერენცია.

ირაკლი კობახიძემ 29 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ სომხეთში „ვიზიტი ემსახურება ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“.

„ჩვენთვის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა სომხეთთან“, -განაცხადა მან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებენ.

ბოჭორიშვილისა და კობახიძის წინა ერთობლივი ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში შედგა, რასაც წინ უძღოდა ვიზიტი აზერბაიჯანში.

სომხეთი, აზერბაიჯანთან ერთად, ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნება" გამარჯვებულად აღიარეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S