Accentnews.ge
მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირთან და აშშ-სთან

მაკა ბოჭორიშვილი: მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას ევროკავშირთან და აშშ-სთან

30/01/2025 07:28:18 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით სომხეთში მართავს შეხვედრებს.

მან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიესალმება მეზობელი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან.

„ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით სომხეთის პარტნიორობის გაძლიერებას და გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან. ეს, ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი და მისასალმებელია რეგიონისთვის და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პარტნიორებთან“, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-ს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს, ამასთან, დაწესებული აქვს სანქციები "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში არღარ დააყენებდა ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის მოლაპარაკების გახსნის საკითხს, მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიუხედავად დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებზე ძალადობის არაერთი ფაქტისა, ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის არც ერთი სამართალდამცველი და არც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოძალადე. ამის პარალელურად, აქციებზე დააკავეს 500-ზე მეტი დემონსტრანტი, მათი უმეტესობა სასტიკად იყო ნაცემი, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული 50-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S