Accentnews.ge
ზურაბიშვილი: PACE–ს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა

ზურაბიშვილი: PACE–ს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა

30/01/2025 10:42:53 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მმართველ პარტიას სამთვიანი გაფრთხილება მისცა, რათა პირობები (ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიციის მიერ ძალადობის დასრულება) შეასრულოს ან გარიცხვა მოხდება. ეს ქართველი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა, მაგრამ დასანანი, რადგან ევროპის საბჭო პირველი ევროპული ორგანიზაციაა, რომელსაც საქართველო შეუერთდა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:

ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;

გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;

დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ის 2025 წლის აპრილის სესიამდე.

რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S