
ქურდოვანიძე: ადვოკატების შეფასებით, ამაღლობელს უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა
30/01/2025 11:32:07 საზოგადოება
საია-ს თავმჯდომარე მზია ამაღლობელი მედიამენეჯერ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომელიც მე-19 დღეა არის სრულ შიმშილზე, ადვოკატებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას უკვე უჭირს შეხვედრაზე გამოსასვლელად შესაბამისი მანძილის გავლა.
"მას შემდეგ რაც რუსთავის ციხეში გადმოიყვანეს, პირადად შევხვდი სამჯერ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის შიმშილობას არ შეწყვეტს. არსებობს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობა უნდა მოწმდებოდეს. რაღაც კვლევები და შემოწმებები მართლაც უტარდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ამ სამედიცინო დოკუმენტებზე, რომ ამის ალტერნატიული შემოწმება შევძლოთ",- ამბობს ქურდოვანიძე.
ამიტომ, უფლებადამცველის თქმით, მათ დღეს მიმართეს სახალხო დამცველს შემდეგი საკითხებით:
1. სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განახორციელოს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი და ყოველდღიური მონიტორინგი.
2. მოგვაწოდოს მზია ამაღლობელთან დაკავშირებული მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად;
3. გამოითხოვოს პენიტენციური სამსახურიდან მზია ამაღლობელის შიმშილობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და გადმოგვცეს მათი ასლები;
4. შეაფასოს მზია ამაღლობელის შიმშილობიდან გამომდინარე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესაბამისობა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ამ ეტაპზე უკვე მნიშვნელოვანია იმის შეფასება, ხომ არ სჭირდება მას მრავალპროფილური დახმარება და რამდენად მზადაა მისი მოთავსების დაწესებულება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
5. უ0,უნველყოს წარმომადგენელის/ექიმის მიერ მოშიმშილე პატიმრის ყოველდღიური მონახულება და მისი ჯანმრთელობის კონტროლი.