30-01-2025 15:39:01 პოლიტიკა ,სამართალი
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციას მიმართა. მისი და მისი ინტერესების დამცველის შეფასებით, ბაბავემა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული – მკვლელობის მცდელობა და შეტანილი საჩივრით მოითხოვენ, მის წინააღმდეგ დაიწყოს გამოძიება.
„ის მტკიცებულება, რაც მათ ჰგონიათ, რომ მათ პოზიციას ამყარებს, სინამდვილეში მათი საწინააღმდეგოა: იქ მე შემაგინა და ამ შეგინებაზე რეაქცია მქონდა, მე რამდენჯერმე გავერიდე ამ ამბავს, რომ მივდიოდი, რკინის ჯოხით გამომეკიდა (იქ ვიღაც ბიჭი წმენდდა ფანჯრებს, იმას წაართვა ეს რკინის ჯოხი) და ვიღაც ქალს რომ არ ეყვირა, გადამიხსნიდა თავს - კადრებში ჩანს კიდეც, რა გამეტებით მომიქნია. ამაზე ყურს არ იბერტყავს გამოძიება, რა თქმა უნდა",- ამბობს ელისაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციაში საჩივარი წარადგნა, მას რეაგირების მოლოდინი არ აქვს, "მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ".
"წესით, ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ალი ბაბაევის წინააღმდეგ უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმე ჩემი მკვლელობის მცდელობით აღძრული და არა ჩემ წინააღმდეგ“, – თქვა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით), რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
16 დეკემბერს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონიძისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.