Accentnews.ge
რა მიზნით ეწვევა 3-4 თებერვალს ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს: "ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის მხარდაჭერა"

რა მიზნით ეწვევა 3-4 თებერვალს ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაცია საქართველოს: "ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ლეგიტიმაციის მხარდაჭერა"

30/01/2025 11:35:16 პოლიტიკა

3-4 თებერვალს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს ეწვევა.

როგორც ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "ვიზიტი არ უნდა იქნეს აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა".

ამასთან, ინფორმაციაში განმარტებულია მისიის ვიზიტის მიზანი.

"მისიის მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში.

დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან-ეეკის და ადგილობრივი თვითმმართველობის პალატის პრეზიდენტი ბერნდ ვოჰრინგერის შემადგენლობით, შეხვედრებს გამართავს საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. დელეგაციას თან ახლდება კონგრესის გენერალური მდივანი, მეთიუ მორი.

ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული როგორც ლეგიტიმაციისა და მხარეთა შეხედულებების პოლიტიკური მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ, ცოტა ხნის წინ, კონგრესის პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიას მოსაზრების მომზადება სთხოვა, ვინაიდან ამ ცვლილებებმა შესაძლოა პროპორციული სისტემის შესუსტებას და მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის გაძლიერებას შეუწყოს ხელი", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S