Accentnews.ge
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელზე: საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - მზია ამაღლობელზე: საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა

30/01/2025 12:53:03 პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაჰერტი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შეშფოთებულია „ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.

„[საქართველოდან] უკიდურესად შეშფოთებული დავბრუნდი. ძალიან მადარდებს ის ჟურნალისტი, რომელიც საპატიმროში შიმშილობს“, - უთხრა კომისარმა ო'ფლაჰერტიმ სტრასბურგში რადიო თავისუფლებას.

„ამ საკითხზე მოქმედება სასწრაფოდაა საჭირო, რადგან საქმე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“, - აცხადებს იგი.

„ეს მხოლოდ თავისუფლების და პატიმრობის საკითხი არ არის – ეს სიცოცხლის და სიკვდილის საკითხია. და ძალიან ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება ამ უმძიმეს ვითარებაში საჭირო სისწრაფით იმოქმედებს“, - განაცხადა მან.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა, შიმშილობს. მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და 30 იანვრისთვის „მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S