
სიჭინავა: ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს
30/01/2025 13:02:57 საზოგადოება
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი მარიამ სიჭინავა იტყობინება სოციალური ქსელის მეშვეობით.
დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
"ზუგდიდში დაკავებულია შალვა ესართია, ჩვენი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი და ზუგდიდის აქციების მედროშე.
ჯერ არ ვიცით მუხლი, არ გვეუბნებიან," - წერს მარიამ სიჭინავა.