Accentnews.ge
იოსელიანი - ამაღლობელზე: თუ კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, წინააღმდეგი არა ვარ

იოსელიანი - ამაღლობელზე: თუ კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, წინააღმდეგი არა ვარ

30/01/2025 14:49:33 პოლიტიკა

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, მისი ოფისი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

ლევან იოსელიანის თქმით, ის არც სამედიცინო კონსილიუმის შექმნის წინააღმდეგია.

"ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც საზოგადოების, არის ის რომ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ პენიტენციური დაწესებულებიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალბატონი მზიას ინტერესებიდან გამომდინარე, თუ კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, მე წინააღმდეგი არა ვარ" - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S