30-01-2025 21:37:42 ევროპა
შვედეთი უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ეს ყველაზე მსხვილი დახმარებაა 2022 წლის შემდეგ.
"ეს არის რიგით მე-18 პაკეტი, რომელიც შვედეთმა უკრაინისთვის გამოყო. ეს არის ასევე ყველაზე დიდი პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ",- ამბობს შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი.
იონსონის თქმით, პაკეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ემსახურება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთი უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებებს, როგორც საკუთარი ქვეყანის, ისე ევროპის სხვა მომწოდებლებთან აწარმოებს.