30-01-2025 21:41:24 პოლიტიკა
ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
"მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი", - ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-19 დღეა შიმშილობს.