31-01-2025 10:34:24 მსოფლიო
ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მურსიის ოლქში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანაში, რომელიც გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს ეკუთვნის, აფეთქება მოხდა.
ქარხანა საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვადასხვა ტიპის ჭურვებს აწარმოებს.
გამოცემა El Pais-ის და სააგენტო AFP-ს ინფორმაციით, დაიჭრა ექვსი ადამიანი.
ესპანური მედიის ცნობით, აფეთქება მოხდა ქარხნის საწყობში, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახება. ხანძარმა ლიკვიდაციამდე 2000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
2024 წლის ივლისში CNN ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატების და გერმანიის სპეცსამსახურებმა Rheinmetall-ის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერზე თავდასხმა აღკვეთეს, რომელიც რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი.
Rheinmetall-ის მიერ წარმოებული იარაღი მსოფლიოს არაერთ ქვეყანას, მათ შორის რუსეთთან ომი მყოფ უკრაინასაც მიეწოდება.