
ჯო უილსონი: სლოვაკეთი და უნგრეთი შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, ტრამპი ამას გამოასწორებს
31/01/2025 06:36:26 პოლიტიკა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) პლატფორმა X-ზე ეხმიანება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ სლოვაკეთის და უნგრეთის პოზიციას.
"სლოვაკეთი და უნგრეთი არასწორად და შეცდომაში შეყვანის შედეგად ბლოკავენ ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ირანულ რეჟიმსა და ომის დამნაშავე პუტინზე ყიდის საქართველოს. ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი.