Accentnews.ge
საქსტატი: 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატი: 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

31/01/2025 07:09:50 ეკონომიკა

საქსტატის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა 9.5 %-ით განისაზღვრა.

"2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში", – ნათქვამია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთის: 2025 წლის ბიუჯეტი კი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S