Accentnews.ge
საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

საია: „მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა საჭირო პროცედურა“

01/02/2025 14:41:01 საზოგადოება

„სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა თავიდან იყოს არიდებული მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გაუარესება და ჯანმრთელობის დამაზიანებელი შეუქცევადი პროცესები,“ – აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 1 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, ადვოკატებს დაგვიანებით გადაეცათ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.

საიამ უკვე გაუგზავნა კორესპოდენცია სპეციალურ პენიტენცურ სამსახურის გენერალურ დირექტორს და N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.

„განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს. განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ N5 დაწესებულებაში არ არის შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგვიანებული ან არასრულყოფილი მკურნალობა,“ – აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მზია ამაღლობელი 21 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S