
4 თებერვალს ვაშინგტონში ნეთანიაჰუ ტრამპს შეხვდება
02/02/2025 06:20:52 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ 4 თებერვალს ვაშინგტონში, თეთრ სახლში აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედაბა.
ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, იგი ვაშინგტონში ტრამპთან შესახვედრადაა მიწვეული
"ისრაელის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავენ ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას, "ჰამასის" (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების) ხელში მყოფი მძევლების საკითხს, ასევე დაპირისპირებას ირანსა და მის რეგიონულ მოკავშირეებთან", ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის მიერ ავრცელებულ ინფორმაციაში.