Accentnews.ge
გრეგოროვა: ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას

გრეგოროვა: ევროკავშირმა საქართველოსადმი გაცილებით უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას

02/02/2025 09:18:57 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

მისი შეფასებით, "ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ" (PACE) 29 აინავარს მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო, თუმცა იგი "საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირებისა და ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წამრთმევი პირებისთვის უფრო მკაცრი ზომებისა და შეთანხმებული სანქციების მომხრეა".

"პირადად ჩემი აზრით, ეს სუსტი პოლიტიკური გზავნილი იყო, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო მკაცრი ზომები და შეთანხმებული სანქციები მენახა საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობის ჩამდენი პირების და მათგან ევროპული მომავლის წამრთმევი, თუ არჩევნების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორაა აზრი გაყოფილი ევროსაბჭოში ამ თემასთან დაკავშირებით და რომ არიან ძალები, ვინც მეტად მხარს უჭერს რუსულ გზას, მაგალითად სლოვაკეთი და უნგრეთი, ეს რაღაც ნაბიჯი მაინცაა. ესაა [ნაბიჯი] დემონსტრანტების და იმ ადამიანების მხარდასაჭერად, ვისაც ევროპული მომავალი უნდა", – განაცხადა მან.

ცნობისთვის: 29 იანვარს PACE–მ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება.

რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ასამბლეამ განაცხადა, რომ 2025 წლის აპრილში „ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს კვლავ განიხილავდა იმ შემთხვევაში თუ პროგრესი იქნება მიღწერულ არაერთ საკითხზე, მათ შორის:

ორგანიზდება ახალი, რეალურად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო ზედამხედველობისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებში;

გადაიდგმება ეფექტური ნაბიჯები, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი;

დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა;

გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი PACE-ის 2025 წლის აპრილის სესიამდე.

რეზოლუციის მიღებაზე პასუხად „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S