Accentnews.ge
მედიაორგანიზაციების განცხადება "პუბლიკის" მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე

მედიაორგანიზაციების განცხადება "პუბლიკის" მიმართ შალვა პაპუაშვილის მუქარაზე

02/02/2025 10:08:50 პოლიტიკა

1 თებერვალს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საჯაროდ თავს დაესხა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” მას შემდეგ, რაც გამოცემამ 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” დაგეგმილი საპროტესტო აქციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პაპუაშვილმა ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ ”პუბლიკა” ამ ინფორმაციის გავრცელებით “სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს” და “რეკლამირებას უწევს”. ის ასევე პასუხისმგებლობით დაემუქრა ევროკავშირს, რომელიც, მისივე თქმით, აფინანსებს “პუბლიკას”.

მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება არის დამოუკიდებელი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ემსახურება მისი საქმიანობის შეზღუდვას.

ამასთან, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების - “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული იმ ბრალდებით, რომელიც მას არ ჩაუდენია, პაპუაშვილის ეს განცხადება “პუბლიკის” მიერ “სისხლის სამართლის დანაშაულის დაანონსებაზე” შეიცავს აშკარა მუქარას ამ მედიაორგანიზაციის მიმართ.

კატეგორიულად ვგმობთ შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ ამ ყოველივეს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოში დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების დევნის შესაჩერებლად. ამასთან სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ “პუბლიკის” სარედაქციო გუნდს, რომელიც დაარსების დღიდან სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებს.

პატივისცემით,

ბათუმელები

ნეტგაზეთი

სამხრეთის კარიბჭე

სტუდია მონიტორი

მთის ამბები

ჯემნიუსი

მედია აპრილი

ინდიგო

მედიაჩეკერი

მოზაიკა

ქუთაისიპოსტი

მაუწყებელი

აქცენტი

ტაOC Media

Chai Khana

Civil.ge

პროექტი 64

TV პირველი

“ფორმულა”

JRC/

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი

TOK TV

კავკასია

კახეთის ხმა

ტაბულა

ექსპრესნიუსი

ჩემი ხარაგაული

მედიაჰოლდინგი „ქრონიკა+“

CNews.ge

Tv9News

აი,ფაქტი

გურია ნიუსი

BMG

გურიაTV

ქართლის ამბები

მთავარი არხი

On.ge

გაზეთი "ალიონი"

რადიოWW

„ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა 1 თებერვალს გააზიარა „პუბლიკის“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტი – ქარდი, რომელიც „თბილისი მოლთან“ აქციის ანონსს შეეხება და დაწერა, რომ „პუბლიკა“ რეკლამირებას უწევს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას და აანონსებს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას“.

„პუბლიკა” ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს, ანონსებს და ა.შ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ,,პუბლიკამ" დღეს გააშუქა ბრძანება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო მნიშვნელობის გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შევიდა და საზოგადოებას განუმარტა, რომ მისი ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია. ასევე გაშუქდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციული განცხადება ხვალ დაანონსებულ აქციაზე. შალვა პაპუაშვილი ცდილობს, ზეწოლას ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე, ახალისებს ჩვენ მიმართ სიძულვილს და ძალადობას, რაც დასტურდება მის პოსტზე კომენტარებით. პაპუაშვილის ამ განცხადებას ,,პუბლიკის” თანამშრომლები აღვიქვამთ მუქარად”, - ნათქვამია „პუბლიკას“ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S