
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
02/02/2025 11:05:07 პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის სამმართველოს უფროსმა ლევან გობეჩიამ თანამდებობა დატოვა.
გობეჩიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა
"დასრულდა 18 წლიანი ეპოპეა. წინ დიდი გამარჯვებებია!" - და პოსტს, საქართველოს და ევროკავშირის დროშები დაურთო.
bm.ge-ის კითხვაზე, რა გახდა სამსახურის დატოვების მიზეზი, გობეჩია ამბობს, რომ "ამ ეტაპზე საუბარი არ სურს".
აღსანიშნავია, რომ ლევან გობეჩია ერთ-ერთი იყო შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შორის, რომლებმაც განცხადება გაავრცელეს და გაემიჯნენ "ოცნების" მთავრობის განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის 4 წლით შეჩერებასთან დაკავშირებით.