Accentnews.ge
„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო

02/02/2025 13:14:47 საზოგადოება

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ ტერიტორიიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ისინი „თბილისი მოლისკენ“ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პოლიცია მათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის უფლებას არ აძლევს.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა განაცხადა, მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ეს გზა არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მისი ბლოკირება სს კოდექსით დასჯადი დანაშაულია. მისივე თქმით, მან გზის მეორე მხარეს გადასასვლელად დემონსტრანტებს მიწისქვეშა გადასასვლელით სარგებლობისკენ მოუწოდა, რასაც ისინი დათანხმდნენ.

ამჟამად მსვლელობას გზის ნაწილი უკავია.

აქცია მშვიდობიანად გრძლედება.

„თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალაა მობილიზებული.

მათ გზის სამანქანე ნაწილსა და ტროტუარს შორის ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული - პოლიციის უმეტესობა აქციაზე ნიღბებით არის წარმოდგენილი. ადგილზე შეინიშნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც - მობილიზებულია როგორც დაკავების მანქანები, ასევე ევაკუატორები.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S