
არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია, გიგი უგულავა და თენგო თევზაძე დააკავეს
02/02/2025 14:46:48 პოლიტიკა
თბილისი შემოსასვლელთან საპროტესტო მსვლელობისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა მუხლით აიყვანეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ადგილზე პერიოდულად იძაბება ვითარება. ვრცელდება ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსის და დემონსტრანტების დაკავების შესახებ, მათ შორის, გიგი უგულავას და თენგო თევზაძის.
დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.