Accentnews.ge
პროტესტის მონაწილეები მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ, საბოლოოდ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან

პროტესტის მონაწილეები მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან მივიდნენ, საბოლოოდ კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან

02/02/2025 18:19:44 საზოგადოება

„თბილისი მოლთან“ შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსვლელობით საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

დემონსტრანტები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და იქ განაგრძონ აქცია.

სანამ პროტესტი მსვლელობად გადაიქცეოდა "თბილისი მოლთან" პოლიციამ [ღია წყაროების, პარტიების "ცხელ ხაზზე" შესული შეტყობინებების და ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით] 20-ზე მეტი პირი დააკავა, დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია

ვრცელდება ასევე კადრები, სადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი პროტესტისთვის შეკრებილ მოქალაქეებს აგინებს.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S