Accentnews.ge
სახალხო დამცველი: შემაშფოთებელია პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები

სახალხო დამცველი: შემაშფოთებელია პოლიციის მხრიდან  განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები

02/02/2025 18:37:39 პოლიტიკა, საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები”.

ომბუდსმენი მოუწოდებს "სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში". ასევე, ის მოუწოდებს "შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას – პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება".

„ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

სახალხო დამცველი გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას - პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება.

სახალხო დამცველის რწმუნებულები მოინახულებენ ყველა დაკავებულ მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკოსებს. დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 1481 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის: დღეს "თბილისი მოლთან" პოლიციამ [ღია წყაროების, პარტიების "ცხელ ხაზზე" შესული შეტყობინებების და ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით] 20-ზე მეტი პირი დააკავა, დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია

ვრცელდება ასევე კადრები, სადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი პროტესტისთვის შეკრებილ მოქალაქეებს აგინებს.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S