Accentnews.ge
უილსონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

უილსონი ევროკავშირს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს

02/02/2025 20:00:37 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ევროკავშირს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

"მე კვლავ შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის სიმამაცით, რომელიც 67-ე დღეა ამ წუთებშიც ქუჩაში დგას ივანიშვილის უკანონო რეჟიმის გასაპროტესტებლად. ამ სასტიკმა რეჟიმმა გაუყალბა არჩევნები და ახლა მათ ესხმის თავს, აკავებს და მათ სახლებს არბევს.[...] დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს. მოვუწოდებ NATO-ს ამ მოკავშირეებს, მოხსნან ბლოკი!" - წერს უილსონი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S