Accentnews.ge
ნიკა მელია ამბობს, რომ სამმართველოში გიორგი ჩოქურმა მას წიხლი ჩაარტყა

ნიკა მელია ამბობს, რომ სამმართველოში გიორგი ჩოქურმა მას წიხლი ჩაარტყა

02/02/2025 20:03:21 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია, რომელიც ადვოკატის ნფორმაციით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პოლიციის სამმართველოში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა: ხელბორკილდადებულს, სკამზე მჯდომს წიხლი ჩამარტყა ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქურმა...ეს იყო ორეტაპიანი შეტევა. მეორე შეტევისას საკუთარმა თანამშრომლებმა გააკავეს... ეს მოხდა დიდ სივრცეში... დაახლოებით 25 ოპერმუშაკი მუშაობს - ამ სივრცეში ხდება ეს ყვებლაფერი. უამრავი ადამიანია თვითმხილველი, ამოიღონ კადრები... ხელბორკიდადებული ავდექი და შეპასუხება ვცადე. მაშინ იყო მეორე შეტევა. შუაში მისი თანამშრომლები ჩადგნენ და გააკავეს. ჩოქური მწყობრიდან იყო გამოსული. კიდევ ერთი პოლიციელი იყო აგრესიული, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა",- თქვა მელიამ "ტვ პირველთან".

ამბობს, რომ ჩოქურს არ მიუღია მონაწილეობა მის დაკავებაში - ის მას განყოფილებაში დახვდა გადაყვანის შემდეგ.

მელია რამდენიმე საათის წინ თბილისის შემოსასვლელთან დააკავეს აქციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S