Accentnews.ge
კარპენტერი: "ამ მთავრობით საქართველო ვერასდროს შევა NATO-ში ან ევროკავშირში"

კარპენტერი: "ამ მთავრობით საქართველო ვერასდროს შევა NATO-ში ან ევროკავშირში"

02/02/2025 20:28:57 პოლიტიკა, სამართალი

"ამაზრზენია, რაც საქართველოს ქუჩებში ხდება - რეჟიმის ბანდიტების მიერ აქციის მონაწილეების უმოწყალო ცემა. ამ მთავრობით საქართველო ვერასდროს შევა NATO-ში ან ევროკავშირში"- ასე ეხმიანება დღეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს მაიკლ კარპენტერი, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი იყო.

ცნობისთვის: დღეს "თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე ჯამში 20-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. სახალხო დამცველი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

რამდენიმე წუთის წინ პოლიცია მოულოდნელად დაუპირისპირდა მომიტინგეებს მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S