Accentnews.ge
ზურაბიშვილი: “ტიტუშკების“ ხროვებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, მაგრამ პროტესტი გრძელდება

ზურაბიშვილი: “ტიტუშკების“ ხროვებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, მაგრამ პროტესტი გრძელდება

03/02/2025 05:01:42 პოლიტიკა

"ტერორი საქართველოში: რეპრესიების ახალი ტალღა, ახალი რეგულაციები [ამოქმედდა] დემონსტრაციის უფლების შესაფერხებლად. "ტიტუშკების" ხროვებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, [იყო] თავებსა და სახეებში ცემა, დაპატიმრებები, მაგრამ პროტესტი გრძელდება“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ცნობისთვის: 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" პოლიციამ [ღია წყაროების, პარტიების "ცხელ ხაზზე" შესული შეტყობინებების და ახლობლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით] 20-ზე მეტი პირი დააკავა, დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა. დაკავებულებს შორის არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია, გიორგი კირთაძე და თენგო თევზაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია

ვრცელდება ასევე კადრები, სადაც განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევისთვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი პროტესტისთვის შეკრებილ მოქალაქეებს აგინებს.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

"2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან ხუთ ადამიანს დაკავების შემდეგ ცემის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა",- იტყობინება "რადიო თავისუფლება". მისივე ცნობით, სხვადასხვა დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში კლინიკაში გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S