Accentnews.ge
ტრამპი: უკრაინასა და რუსეთთან დისკუსიები კარგად მიმდინარეობს

ტრამპი: უკრაინასა და რუსეთთან დისკუსიები კარგად მიმდინარეობს

03/02/2025 05:12:38 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ დისკუსიები საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ მან ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა რაიმე დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ტრამპის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კით კელოგმა განაცხადა, რომ "ომის დასასრულებლად ორივე მხარეს დათმობები მოუწევს". ადრე იგივე თქვა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამორიცხავს ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც გამოიწვევს რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დათმობას.

ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ ომის სწრაფად დასრულება შეუძლია, თუმცა გეგმა არ წარმოუდგენია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S