
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
03/02/2025 05:27:24 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ კვლავ იუწყებიან.
ვოლგოგრადის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის თქმით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების „მასირებული შეტევა მოიგერიეს“.
"უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე გამოიწვია ხანძარი, რომელიც ოპერატიულად ლოკალიზებულია“, – ირწმუნება იგი.
დრონებით შეტევის გამო დროებით დაკეტეს ვოლგოგრადის აეროპორტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, "ღამის განმავლობაში ვოლგოგრადის ოლქში 25 უკრაინული დრონი გაანადგურეს“.
ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 31 იანვარსაც. ქარხანა კომპანია „ლუკოილს“ ეკუთვნის.
31 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ქარხანაზე დარტყმა უკრაინის ოპერაცია იყო.