Accentnews.ge
მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

03/02/2025 09:55:55 მსოფლიო

მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექს "ალიე პარუსაში" დღეს დილით აფეთქება მოხდა, იუწყებიან მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

სხვადასხვა რუსული მედიასაშუალებები შსს-ში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მომხდარი წარმოადგენდა თავდასხმას კრიმინალურ ავტორიტეტ არმენ სარქისიანზე - იგივე არმენ გორლოვსკიზე. რიგი ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ეს უკანასკნელი დაიღუპა, ზოგი მედიასაშაულება კი მისი მძიმედ დაშავების შესახებ იუწყება.

აღსანიშნავია, რომ სარქისიანი რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი და რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილე სომხური ბატალიონის - არბატის შემქმნელი გახლდათ. უკრაინაში იგი ასევე 2014 წლის მაიდანის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმების ორგანიზებაში, ასევე კიევის ცენტრში რამდენიმე დაკვეთილ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და 2014 წლის მაისიდან საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული. უკრაინაში სარქისიანს რუსეთში გაქცეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ახლო გარემოცვის წევრად და იმჟამინდელი ტიტუშკების რაზმების ხელმძღვანელად იცნობენ. 2018 წლის აპრილში სარქისიანი საფრანგეთში იყო დაკავებული, თუმცა ორ დღეში "პირადი პასუხისმგებლობით" გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S