Accentnews.ge
ჯაფარიძე: "რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია"

ჯაფარიძე: "რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია"

03/02/2025 09:55:11 პოლიტიკა

"აქამდე არ მოვსულვართ 1 დღეში, 1 კვირაში ან 1 თვეში, 12 წელი დასჭირდა აქამდე ჩასვლას. ამ ქვეყანაში წლების წინაც იყო ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ეს რეჟიმი აქამდე მივიდოდა, მაგრამ მათ არ უსმენდნენ, გიჟებად თვლიდნენ. ჯერ კიდევ არაა გვიან. რუსეთს აჩერებს მხოლოდ ძალა, მხოლოდ ძალა! ძალა რაშია, ეგ გერბზე გვიწერია", – ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის: პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და სანაპიროზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა. შსს–ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

პოლიციამ დემონსტრანტებზე ფიზიკურად იძალადა და აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება, გადაეკეტათ საავტომობილო გზა.

აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა „ტვ პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ აქციის დაანონსების შემდეგ სახელმწიფომ 31 იანვარს დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა. აქციის დაწყებამდე შსს-მ გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გაავრცელა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S