
"ოცნების" პარლამენტის საგაზაფხულო სესია ყაველაშვილის მოხსენებით საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება
03/02/2025 12:02:57 პოლიტიკა
ხვალ, 4 თებერვალს "ქართული ოცნების" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგაზაფხულო სესია "ქვეყნის მდგომარეობის შესახებ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება.
შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი გამოვა.
ხვალ "ოცნების" პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება, - იუწყება "ოცნების" პარლამენტის პრეს-სამსახური.
4 თებერვალს, 11:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან მედიამეჯერ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. პლენარული სხდომის დაწყებამდე მოქალაქეები ასევე გააპროტესტებენ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დღეს, 3 თებერვალს დააანონსა.