"მკვლელებო!" - საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

03-02-2025 16:39:37 კავკასია ,პოლიტიკა ,სამართალი

საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა 2 თებერვლიდან ციხეში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ სოცქსელში მისი მეუღლე იუწყება და შემდგომ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოსა და აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმებს აკისრებს.

"ბატონო მთავარო მკვლელო" - ასე მიმართავს სადიგოვის მეუღლე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და წერს:

"ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი თქვენს პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს! ორივე რეჟიმი ხალხსი მტრები ხართ და მკვლელები! აფგანი უკვე 136 დღეა, შიმშილობს, ბოლოს მისი მდგომარეობა უკვე სავალალო იყო და არ ვიცი, რა იქნება დღეის შემდეგ! მაგრამ ამბობს, რომ ალიევის რეჟიმი მკვლელია და მის წინააღმდეგ ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლებს! საქართველოს მთავერობავ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმო, თქვენ მკვლელები ხართ!' - წერს ჟურნალისტის მეუღლე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები